მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას მარიუპოლში „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და გაუქმების ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Tass წერს.

„პრეზიდენტმა მოითხოვა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული ზონის გადაკეტვა, რათა „ბუზი არ გაფრინდეს“, - წერს რუსული მედია.

პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მიზეზით ახსნა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა ამ სამრეწველო ობიექტებში. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი არ გაფრინდეს. რუსეთი გარანტიას აძლევს უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს და ღირსეულ მოპყრობას, რომლებიც „აზოვსტალს“ დატოვებენ“, - განაცხადა პუტინმა.

სერგეი შოიგუ პუტინის ბრძანებას დაემორჩილა და უპასუხა „დიახ“. მან პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ 2 000 ბოევიკი რჩება ქარხნის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს მარიუპოლი, მაგრამ 2 000 ბოევიკი რჩება აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

ამავე თემაზე:

🔴 შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

🔴 ემუქრება თუ არა გადადგომა შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო - Spiegel

🔴 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

🔴 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

🔴 „პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს“ - ბორის ჯონსონი