მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბრძოლო მასალა სათამაშოში - კიევში 5 დივერსანტი დააკავეს (ფოტოები)

კიევში მეტროსადურთან 5 დივერსანტი დააკავეს

კიევში მეტროსადგურთან სამართალდამცველებმა ხუთი დივერსანტი დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. 

საფუძვლიანი ჩხრეკისას პოლიციამ ერთ-ერთ დივერსანტს სათამაშო აღმოუჩინა, რომელშიც საბრძოლო მასალა იყო დამალული. საბრძოლო მასალა ჰქონდა, ასევე, მის თანმხლებ პირს, ბელორუსის მოქალაქესაც.

გარდა ამისა, იმავე სადგურზე ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დივერსანტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს მესინჯერის საშუალებით უგზავნიდა მტერს.

ასევე, მეტროსადგურთან  დააკავეს 2 კაცი, რომელსაც საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს. 

მეტროში დივერსანტები, სავარაუდოდ, ღამის გასათევად და საჰაერო დარტყმებისგან დასამალად მივიდნენ.

ეროვნული პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან პირადი უსაფრთხოების ზომები და ეჭვმიტანილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათ.

 

ამავე თემაზე: 

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი