მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ - დანილოვი

დანილოვი

„საჭირო თუ გახდება, უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კომენტარი, ასევე, გააკეთა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მოსალოდნელი ახალი თავდასხმისა და ბელარუსის ამ შეტევაში შესაძლო მონაწილეობის შესახებაც.

„იომებენ თუ არა ბელორუსები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზედაც ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბელორუსებს ჩვენთან ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ბელარუსი ომში ჩაებას, მაგრამ დანილოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი განვითარებისთვის. ჩვენთვის ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია და არცერთი მათგანი არ რჩება უზენაესი მთავარსარდლის, ყურადღებისა და კონტროლის გარეშე. ჩვენ გვესმის, რა ხდება დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და ბელორუსის ტერიტორიაზე“, - დასძენს უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ავღანეთი შესაძლოა, დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩეს ქალებზე თალიბანის ახალი შეზღუდვების გამო

✔️ ენგელსში მომხდარი აფეთქებები ადასტურებს რუსული საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობას და ამძაფრებს კრემლის კრიტიკას - ISW

✔️ აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Bloomberg

✔️ განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არაა, მაგრამ მალე გამარჯვების იმედი გვაქვს - მამუკა მამულაშვილი