მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

„საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს ჰქონდა არჩევანი - ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ არ გთხოვთ, უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი.

თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეს, ან იმ ქვეყნის მხარეს, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლის ღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად კრიმინალებს იყენებს - ISW

✔️ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ფარად იყენებენ - ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი

✔️  ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან 8 წუთში რაკეტები ისროლეს - Jerusalem Post