ქალაქ ირპენში (კიევთან ახლოს) რუსმა სამხედროებმა მოსახლეობას სახლების დატოვება აუკრძალეს. დასახლება სამ დღეზე მეტია სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ქალაქს არ მიეწოდება საკვები და წყალი, ხოლო რაც შეეხება ენერგომომარაგებას, მათი თქმით, მოსახლეობა რამდენიმე დღეა შუქისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.
„ქალაქი ირპენი სამ დღეზე მეტია მოკლებულია შუქს, წყალს და სითბოს. ქალაქში არ არის საკვები და წყალი, ოკუპანტებმა ქალაქელებს სახლების დატოვება აუკრძალეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს
🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი
🔴 ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უწყვეტობის გეგმა აქვს - ბლინკენი
🔴 რუსეთის სითამამე აჩვენებს, რომ სანქციები საკმარისი არ არის - ზელენსკი
🔴 8 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ხიდი დაბომბეს