უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც მისივე თქმით, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს.
„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო, პუტინმა კი ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა“, - აცხადებს ზელენსკი.