მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

რუსი სამხედროები აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს ფრონტის მთელ ხაზზე, - ამის შესახებ ლუგანსკი ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

როგორც გაიდაი ამბობს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და უკრაინას უწევს, შეაკავოს რუსული შეიარაღებული ფორმირებები მთელი ფრონტის გასწვრივ. 

„რუს დამპყრობლებს ოლქის ტერიტორია მთლიანად ოკუპირებული აქვთ. სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა. ბრძოლები მხოლოდ ოლქის შემოგარენში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ოკუპანტი ცდილობს, რომ ოლქში საოკუპაციო ხაზი გაავლოს. რაც შეეხება ოპერატიულ პაუზას, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს - სიცრუეა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. დამპყრობელი ინტენსიურად ისვრის.

რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა. ტერიტორია სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა. საცხოვრებელი ფონდი, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ინფრასტრუქტურული ობიექტები მთლიანად დანგრეულია“, - აცხადებს ლუგანსკი ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ISW

🔴 არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს - ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

🔴 რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წინსვლა სლავიანსკსა და კრამატორსკზე სამი მხრიდან - ISW

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი