მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

ჟანდარმერიის ქვედანაყოფი

საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად უკრაინის დედაქალაქში პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევში ელიტარული ჟანდარმერიის ქვედანაყოფის რვა კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რომელიც საელჩოში მუდმივად იმყოფება. 

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონი ევროს ოდენობით ფულად დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.

ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთთან დიალოგისთვის გარკვეულ ფანჯარას  ღიად ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ  მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს