მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს - ISW

სერგეი შოიგუ და  ვალერი გერასიმოვი

„სერხი სუროვკინი, რომელიც დაინიშნა ეგრეთ წოდებული „სპეციალური ოპერაციის“ მეთაურად, ჩვეულებრივი გენერალია. მანამდე ის მართავდა რუსეთის ფედერაციის ჯგუფს უკრაინის სამხრეთში და ვერ მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს. მისი მეთაურად დანიშვნის სიხარული უცნაურია“, - ამის შესახებ ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ნაციონალისტური საზოგადოება მიესალმა სუროვკინის დანიშვნას. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამის არხი იტყობინება, რომ მის დანიშვნას მეტი ცვლილებები მოჰყვება.

ამავე ცნობით, სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს. მათი თანამდებობები გადაეცემა ტულას რეგიონის გუბერნატორს ოლექსი დიუმინს და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე მატოვნიკოვს.

რუს სამხედრო ბლოგერებს მიაჩნიათ, რომ ახალ მეთაურს გენერალური შტაბის უფროსზე მეტი ძალაუფლება ექნებათ და შეძლებენ ჯარზე ტოტალური, მკაცრი კონტროლის დამყარებას. 

„ეს რეაქცია გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ სუროვიკინი არის რიგითი რუსი გენერალი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ივლისიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ოპერაციებს სამხრეთ უკრაინაში.

რუსულმა ძალებმა ფაქტობრივად, დიდი ზარალი განიცადა მისი მეთაურობით ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილში“, - დასძენენ ანალიტიკოსები. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

✔️  კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ თურქეთის წინადადება ჯერ არ მიუღიათ

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ პუტინი ტერიტორიებს კარგავს, მისთვის შემოერთებული ტერიტორიების დაკარგვა განადგურების ტოლფასი იქნება, სიტუაციის გადარჩენას ცდილობს - ბატიაშვილი