რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში მყოფი ჯგუფებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების უწყვეტობის მონიტორინგის ბრძანება გასცა.
„გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი კუზმენკოვს დაევალა, სპეციალური კონტროლის ქვეშ ჰყავდეს ჯარების უწყვეტი და პროპორციული მომარაგების საკითხები“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ მომარაგებაში ნაგულისხმევია ყველა საჭირო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა.
პესკოვი ბახმუტიდან ჯარების გაყვანის შესახებ პრიგოჟინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
ამას წინ უძღოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ ბახმუტიდან საკუთარი მებრძოლების გაყვანას აპირებდა იარაღის ნაკლებობის გამო.