მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სერიოზული სანქციები, რომლებიც ნამდვილად „მოკლავს რუსეთის ეკონომიკას“, ჯერ კიდევ წინ არის“ - ზელენსკის მრჩეველი

სერიოზული სანქციები, რომლებიც ნამდვილად „მოკლავს რუსეთის ეკონომიკას“, ჯერ კიდევ წინ არის

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ოლეგ უსტენკომ განაცხადა, რომ სერიოზული სანქციები, რომლებიც ნამდვილად მოკლავს რუსეთის ეკონომიკას, ჯერ კიდევ წინ არის.

უსტენკოს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ძირითადი სანქციები ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ პუტინი უნდა დაელოდოს მართლაც მტკივნეულ შეზღუდვებს. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მთავარი სანქცია ნავთობს შეეხება.

„მეორე მსხვილი სანქცია, რომელიც იქნება გამოყენებული, არის სანქცია რუსულ გაზზე. ერთ დროს რუსეთი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებას ცდილობდა, ახლა ეს იარაღი მათ წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა უსტენკომ.

ზელენსკის მრჩეველი მიიჩნევს, რომ სანქციებმა, რომლებიც დააზარალებს რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას, უნდა „მოკლას რუსეთის ეკონომიკა“. ახალი შეზღუდვების წყალობით, აგრესორი დაკარგავს ფულის შოვნის შესაძლებლობას, რომელიც შემდეგ გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ISW

🔴 არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს - ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

🔴 ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაციას შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

🔴 რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წინსვლა სლავიანსკსა და კრამატორსკზე სამი მხრიდან - ISW

🔴 სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი