მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება - რეგიონის ხელმძღვანელი

კიევის რეგიონში რუსეთის შემოჭრის საფრთხე რჩება

კიევის რეგიონში, ბელორუსის საზღვართან, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ რეგიონი მუდმივად იმყოფება რუსეთის შემოჭრის საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა. 

„ბოლო დღეებში გავრცელდა ბევრი ინფორმაცია განსხვავებული გეგმის შესახებ, ბელორუსის საზღვრიდან რუსული ჯარების მორიგი შეჭრის შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ, დღეს ჩვენ რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელობასთან ერთად მივედით და შევამოწმეთ უსაფრთხოების აღჭურვილობა. 

ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა. ის ინფორმაცია, რასაც სოციალურ ქსელებში ხედავთ, არ შეესაბამება სიმართლეს იმის შესახებ, რომ აქ აქტიური ქმედებები მიმდინარეობს. კიევის რეგიონში ყველაფერი ნორმალურადაა, სიტუაცია მთლიანად კონტროლს ექვემდებარება“, - დასძინა კულებამ.

მისი თქმით, კიევის რეგიონი მუდმივად იმყოფება შემოჭრის და სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო

✔️ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია

✔️ პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას - ბორის ჯონსონი

✔️ უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - პოდოლიაკი

✔️ ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს - მედია