მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან. 

ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მათ, სხვა საკითხებთან ერთად, ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინისთვის იარაღის საჭიროება განიხილეს.

„გმადლობთ იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რომელსაც პირადად გენერალი მილი, თავდაცვის მდივანი ოსტინი და პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ.

გავუზიარე შეფასებები ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების და უსაფრთხოების რისკების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის სარაკეტო დარტყმებით. დეტალურად განვიხილეთ ჩვენი მოთხოვნები იარაღისა და აღჭურვილობის, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. დავრწმუნდი, რომ მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინისთვის იმის ჩვენებაა, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“ - გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია

👉 „უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები“ - დავით არახამია 4 პირობას ასახელებს

👉 „საიდუმლო შეხვედრები“ - ISW-მ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე შეთანხმდა რუსეთი ირანთან და ბელორუსთან

👉 აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება - ISW