მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები“ - დავით არახამია 4 პირობას ასახელებს

ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებს ეხმაურება. მაკრონის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთს მომავალი მოლაპარაკებების დროს „უსაფრთხოების გარანტიები“ სჭირდება, არახამიამ წამოაყენა პირობები შესაძლო მოლაპარაკებების დასაწყებად.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, ამისთვის რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.

„◼️ დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია;

 ◼️  რეპარაციების გადახდა;

 ◼️ დაისაჯოს ყველა ომის დამნაშავე;

 ◼️ ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობა.

ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, - წერს არახამია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინისთვის იმის ჩვენებაა, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“ - გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია

👉 „მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „საიდუმლო შეხვედრები“ - ISW-მ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე შეთანხმდა რუსეთი ირანთან და ბელორუსთან

👉 აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება - ISW