რუსეთი აგრძელებს შესაძლებლობების ძიებას ფრონტზე სულ მცირე წარმატების მისაღწევად. თუ თებერვალში კრემლი „კიევის აღებას სამ დღეში“ გეგმავდა, ახლა რუსეთს ესმის, რომ სხვა სახელმწიფოების დახმარების გარეშე ამას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.
ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ მართავს რუსეთის ფედერაცია ფარულ შეხვედრებს ირანისა და ბელორუსის წარმომადგენლებთან. რუსეთი ცდილობს, „მიიღოს“ ახალი თვითმფრინავები და რაკეტები, ასევე აიძულოს ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სრულად შევიდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ასე რომ, 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ ფომინი ირანის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ მოჰამედ ბეგერის შეხვდა. მათი შეხვედრა თეირანში შედგა. „და თუ ირანი უკვე კომენტარს აკეთებს ამ ინფორმაციაზე, რუსეთის ფედერაცია ყველაფერზე დუმს“.
„ირანის ოფიციალური სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ განიხილეს სამხედრო თანამშრომლობა. მათ შესაძლოა, განიხილეს ირანის უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების მიყიდვა რუსეთისთვის. ბაგერი ირანის თავდაცვის ხელმძღვანელია და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე“, - წერს ISW.
გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პუტინის თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო სივრცეში შენიშნეს. გაირკვა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ბელორუსის თავდაცვის მინისტრთან, ვიქტორ ხრენინთან შეხვედრაზე ჩავიდა. მათ მოიწონეს ცვლილებები ე.წ. „სამხედრო სფეროში რეგიონული უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაში“.
„შოიგუ ასევე შეხვდა ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომლის დროსაც ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელორუსისა და რუსეთის ჯარები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნებს ბელორუსის ტერიტორიაზე, რათა „საკავშირო სახელმწიფომ შეძლოს ნებისმიერი აგრესიის მოგერიება“, - აღნიშნავს ISW.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია
👉 „მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი
👉 აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება - ISW