მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება უმართავი გახდეს“ - ჩინეთის ლიდერი უკრაინა-რუსეთის ომზე

სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გააფრთხილა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის შესაძლო ესკალაციის შესახებ. მას მიაჩნია, რომ კონფლიქტი შეიძლება „უმართავი“ გახდეს.

აღნიშნულია, რომ სი ძინპინმა და შოლცმა ონლაინ შეხვედრა გამართეს. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება იყო.

„აუცილებელია ყველა ძალისხმევა, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება უკრაინაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უმართავი სიტუაცია“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ასევე, სი ძინპინმა გერმანია მიიწვია „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში“, რაზედაც ჩინეთმა საუბარი აპრილის ბოლოს დაიწყო. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

✔️ 🎥 რუსეთის ელჩს პოლონეთში ფაშისტი ეძახეს და წითელი საღებავი შეასხეს

✔️ ყველაფერს, რაც ადამიანებმა ომის შედეგად დაკარგეს, დამპყრობლის ხარჯზე დავიბრუნებთ - უკრაინის პრემიერი

✔️ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

✔️ „რუსეთის ფედერაციის მტკივნეული იმპერიული ამბიციები“ - პოდოლიაკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა