მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუმის ბრძოლა უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა - რუსები უკან იხევენ

სუმი

ქალაქ სუმის კადეტთა კორპუსისა და სამხედრო ნაწილების მონაწილეობით ბრძოლა დასრულდა, მტერმა უკან დაიხია, - ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

„ბრძოლა კადეტთა კორპუსთან და სუმის სამხედრო ნაწილთან, ქუჩაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მტერმა უკან დაიხია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩი იუწყებოდა, რომ სუმში ცეცხლი არ წყდებოდა და რუსები ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში იყვნენ განლაგებულნი.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 „ხარკოვში დაახლოებით 3000 რუსი სამხედროა მოკლული“ - უკრაინელი დეპუტატი

📢 რუსეთის ძალები კიევს 96 საათში აიღებენ -Newsweek

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს