მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წადით საქართველოსკენ ყირიმის გავლით, ცოტა დრო რჩება“ – მელიტოპოლის მერი ქალაქში მცხოვრებ 18-35 წლის კაცებს მიმართავს

მელიტოპოლის მერი

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ქალაქის მცხოვრებ 18-იდან 35 წლამდე პირებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან რუსეთმა, შესაძლოა ისინი სამხედრო სამსახურში გაიწვიოს და საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს.

„გირჩევთ, რომ 35 წლამდე მამაკაცებმა დაუყოვნებლივ დატოვოთ ოკუპირებული ტერიტორია ყირიმი-საქართველოს მარშრუტით. დღეს არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვასილევკაში ზაპოროჟიეს მიმართულებით არ უშვებენ 18-35 წლის მამაკაცებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, პირველ რიგში, გამოძახების ასაკის კაცებს, სასწრაფოდ დატოვეთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. მტერი დღეს ამბობს, რომ ჩაატარებენ ცრუ რეფერენდუმებს, ზუსტად ვიცით, რომ ეს არაფრამდე მივა, ხოლო ეს კეთდება ერთი მიზნით - გამოიყენონ ჩვენი მცხოვრებლები საზარბაზნე ხორცად. ახლა აუცილებელია ან ზაპოროჟიესკენ გასვლა, ან ალტერნატიული მარშრუტის არჩევა - საქართველოსკენ დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. ცოტა დრო რჩება“, – განაცხადა ფიოდოროვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, აფხაზეთზეც გავრცელდება“ - ნატალი სმირი

👉 პუტინის განკარგულების საიდუმლო პუნქტი 1 მილიონი რუსის მობილიზების საშუალებას იძლევა - მედია

👉 „სანამ გიგა ბოკერიას გავლენა არ გაიზრდება პოლიტიკურ პროცესზე, მანამდე ასეთ სამარცხვინო ჭაობში ვიქნებით“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 რუსეთში მობილიზება უკიდურესად არაპოპულარული იქნება, პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 სხვადასხვა პენსიაზე გასულ იდიოტს გენერლების ზოლებით არ სჭირდებათ ჩვენი შეშინება ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით - დიმიტრი მედვედევი