მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი იქნება საქართველო - დნიპროს მერი

დნიპროს მერი

„გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას“, - ამის შესახებ დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს.

„ოკუპანტები ძირითადად უტევენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ისინი ესვრიან თბოელექტროსადგურებს, ელექტროტრანსფორმატორებს, რომ დატოვონ ხალხი ზამთარში - სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რომ ასე გატეხონ ჩვენი ნება წინააღმდეგობისა და უზარმაზარი ემიგრაციული კრიზისი შექმნან, რომ ადამიანები ევროპაში გაიქცნენ და ევროპამ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ მათ არაფერი გამოსდით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მომავალშიც. 

ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ ძალიან გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას. საქართველო დაზიანდა რუსული აგრესიისგან, საქართველო, ასევე, დაზიანდა რუსული ოკუპაციისგან და თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ რუსეთის მიზანზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი გააჩნია, აღადგინოს რუსეთის იმპერია. თუ უკრაინა დაეცემა შემდეგი იქნება საქართველო“, - აცხადებს დნიპროს მერი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინელი სამხედროები თანდათან მიიწევენ წინ სვატოვოს მახლობლად, ხოლო რუსები ცდილობდნენ თავდასხმას ზაპოროჟიეს რეგიონში - საბრძოლო რუკა

✔️ რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში ფარული მობილიზაციისთვის ემზადება

✔️ „ტიკტოკის მეომრები“: რას აკეთებენ ჩეჩენი მეომრები უკრაინაში? - „ევრონიუსი“

✔️ მორავეცკის თქმით, ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები, შესაძლოა, გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს

✔️ ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე