მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია

„ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება“, - ამ სიტყვებით ეხმიანება რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ისინი პუტინისთვის და ლუკაშენკოსთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ. 

„ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალებისთვის.

უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის: იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურსა და იურიდიულ მხარდაჭერას.

რუსეთი წააგებს და აგებს პასუხს ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნიპროზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა.

ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან. ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება“, - წერს არახამია.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ