მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მორავეცკის თქმით, ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები, შესაძლოა, გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს

პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

ვარშავა და ნატოს სხვა მოკავშირეები მოუწოდებენ გერმანიას, მისცენ ნება მოკავშირეებს გერმანული წარმოების  Leopard 2-ის ტანკები უკრაინას გაუგზავნონ.

„თანხმობას აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ ამ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

მანამდე პოლონეთი აცხადებდა, რომ უკრაინას ტანკებს კოალიციის ფარგლებში გადასცემდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინელი სამხედროები თანდათან მიიწევენ წინ სვატოვოს მახლობლად, ხოლო რუსები ცდილობდნენ თავდასხმას ზაპოროჟიეს რეგიონში - საბრძოლო რუკა

✔️ რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში ფარული მობილიზაციისთვის ემზადება

✔️ ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, ატომური ძალის დამარცხებამ, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი - მედვედევი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე