მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ „სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით“. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინისთვის ისეთი სახის მხარდაჭერა, რომელიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე“, - განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი 24 აპრილს გაემგზავრნენ კიევში, სადაც შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ არ დაუწესებს სანქციებს კაბაევას პუტინის გაბრაზების შიშით - Wall Street Journal

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ „ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი

✔️ „დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ - ენტონი ბლინკენი

✔️ წარუმატებლობის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ტერორისტულ ზომებს მიმართოს - Bellingcat-ის ჟურნალისტი