მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ არ დაუწესებს სანქციებს კაბაევას პუტინის გაბრაზების შიშით - Wall Street Journal

ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა

შეერთებულმა შტატებმა ვერ გაბედა სანქციების დაწესება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეუღლის, ალინა კაბაევას წინააღმდეგ, იმის შიშით, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდიდა დაძაბულობას რუსეთთან. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა, მაგრამ ჯერჯერობით მისი განხორციელება გადადო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კაბაევა, რიტმული ტანვარჯიშის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ეჭვმიტანილია პუტინის პირადი ქონების დამალვაში საზღვარგარეთ და რჩება სანქციების პოტენციურ სამიზნედ. „აშშ-ს მთავრობა კაბაევას პუტინის სამი შვილის დედად მიიჩნევს“, - აღნიშნავს გამოცემა.

თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც მსჯელობენ სანქციების დაწესებაზე, მიიჩნევენ, რომ კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესება პუტინისთვის ისეთ პირად დარტყმად იქნება მიჩნეული, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და გაართულოს უკრაინაში მშვიდობის ძიება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მოამზადა კაბაევას წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, მაგრამ ახლა ის შეჩერებულია. თავად სამინისტრომ პრესასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ კაბაევას სახელის სანქციების სიიდან ამოღება გადაწყვიტა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ „ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი

✔️ „დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ - ენტონი ბლინკენი

✔️ წარუმატებლობის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ტერორისტულ ზომებს მიმართოს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

✔️ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი