მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინაში დაუფლებულ უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას ვსწავლობთ და მათი ჩახშობის გზებს ვეძებთ“ - შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი მაგიდასთან ზის და მარჯვნივ იყურება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინაში მათ მიერ დაუფლებულ უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას სწავლობენ. 

მისივე თქმით, უკრაინას დასავლეთი „ნაგავს“ აწვდის. 

„უკრაინაში დაუფლებულ უცხოურ სამხედრო აღჭურვილობას ვსწავლობთ და მათი ჩახშობის გზებს ვეძებთ, ამისთვის კი მათ ნაკლოვანებებს ვავლენთ. 

სპეცოპერაციის ზონიდან უკვე ამოვიღეთ „ჰაუბიცები“, „ჰაიმარსები“, „ჯაველინები“, „სტინგერები“, ასევე მცირე იარაღი და ჯავშანტექნიკა. 

უკრაინას დასავლეთის საწყობებიდან ნაგავი მიეწოდება. კერძოდ, პოლონეთიდან - T-72 ტანკები, რომლებიც საბჭოთა ტანკის ლიცენზირებული ვერსიაა“, - განაცხადა შოიგუმ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მოსკოვში რუსი პროპაგანდისტის შვილი მანქანაში ააფეთქეს

🔴 ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ქარხანაში შესვლას ცდილობდნენ

🔴 „ნავალნის მოწამვლის შესახებ გაკეთებული განცხადებები დაუსაბუთებელია“ - რუსეთის საელჩო აშშ-ში