მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, კლავენ ადამიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბერს დილით უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეა. ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

✔️  კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ თურქეთის წინადადება ჯერ არ მიუღიათ

✔️ სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს - ISW

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ პუტინი ტერიტორიებს კარგავს, მისთვის შემოერთებული ტერიტორიების დაკარგვა განადგურების ტოლფასი იქნება, სიტუაციის გადარჩენას ცდილობს - ბატიაშვილი