უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ბრიგადის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში, ავდეევკას სიახლოვეს რუსული სუ-25 ჩამოაგდეს, პილოტი კი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian სახალხო დეპუტატ მუსა მაგომედოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დღეს დილით 110-ე ბრიგადამ Stinger-ის საშუალებით ავდეევკასთან სუ-25 ჩამოაგდო, პილოტი ტყვედ არის აყვანილი“, - აცხადებს მაგომედოვი.
დეპუტატის თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს ერთი დღეც არ დასჭირვებიათ, რომ შური ეძიათ ავდეევკას ქარხანაზე გუშინ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისთვის, რომელშიც სავარაუდოდ, ჩამოგდებული თვითმფრინავიც მონაწილეობდა.
იხილეთ ასევე:
👉 უკრაინელებმა უგლედართან რუსების ელიტურ საზღვაო ქვეითებს დიდი დარტყმა მიაყენეს - ბრიტანული დაზვერვა
👉 ყირიმის დაბრუნებით აღვადგენთ მშვიდობას - ვოლოდიმირ ზელენსკი
👉 უახლოესი 100 წელი რუსეთთან შერიგება და თანამშრომლობა არ იქნება - შმიგალი
👉 პუტინი: დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის დაშლა