მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 24 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელები

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი დამპყრობლებისგან ხარკოვის ოლქის 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა

მისივე თქმით, ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო დახმარება გაუწიეს.

„სულ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 24 დასახლება, მათ შორის სოფელი კუტუზოვკა. აქ რუსები მაისის დასაწყისში შევიდნენ.

ერთ-ერთ სარდაფში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა 170-მდე ადგილობრივი მცხოვრები. მათ შორის 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის 40 ბავშვი.

სოფლის გათავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა ადგილობრივებს პირველადი დახმარება გაუწიეს. უკრაინელი სამხედროები აწვდიდნენ წყალს, საკვებსა და ტანსაცმელსაც კი იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას გადაურჩნენ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლუგანსკის რაიონში საევაკუაციო ავტობუსს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს - სერგეი გაიდაი

👉 ლვოვში მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურს მწვანე საღებავი შეასხეს

👉 „არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს“ - რუსმა დიპლომატმა რუსეთის ომი დაგმო და თანამდებობიდან გადადგა

👉 ხარკოვის ოლქში 24 დასახლება გათავისუფლდა - ვალერი ზალუჟნი

👉 დატყვევებული უკრაინელებისთვის ტრიბუნალი მზადდება - დენის პუშილინი