მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 2 თვითმფრინავი ერთ დღეში ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი

განადგურებული თვითმფრინავი

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების განადგურებას. თავდაცვის ძალებმა 28 ნოემბერს მოწინააღმდეგის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

„ოკუპანტების მიერ სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რჩება“, - აცხადებენ გენშტაბში. 

გენშტაბის ცნობით, ვოლინისა და პოლისკის მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ოკუპანტის შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ბახმუტის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებებისკენ. ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტები თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკოვლევკას, პერვომაისკოეს, ოპიტნოეს, ნეველსკოესა და კრასნოგოროვკას დასახლებებში მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტის სუ-25 და სუ-24 თვითმფრინავები ჩამოაგდეს“, - დასძენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი აბსოლუტურად ამაზრზენად იქცევა, რადგან ოკუპანტებს სამხედრო მარცხი ემუქრებათ - ჯონ კირბი

👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW

👉 რუსეთი ლუგანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი