მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ლუგანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

რუსეთის ფედერაცია ლუგანსკის ოლქში ძლიერი თავდაცვისთვის ემზადება, - ამის შესახებ  ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

„ბელოგოროვკას მიმართულებით, ჩვენი დამცველები ერთ კვირაზე მეტია რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევას იგერიებენ. რაც შეეხება სვატოვო-კრემენაიას, აქ რუსები თავდაცვაზე არიან გადასული, ჩვენები წინ მიიწევენ, მაგრამ თანდათან.

ლუგანსკის რეგიონის ყოველი მეტრი ძალიან მძიმეა, ჯერჯერობით ამინდი არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, მიწა ძალიან ბლანტია და ტექნიკა ვერ გადის, ველოდებით ყინვებს“, - აცხადებს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, რუსებს ლუგანსკის ოლქში უამრავი პერსონალი  გადაჰყავთ.

„ისინი თხრიან თხრილებს, ემზადებიან ძალზე ძლიერად თავდაცვისთვის“, - აღნიშნავს გაიდაი. 

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელი სამხედროების მოქმედება რუსების გეგმებს არღვევს, რის გამოც რუსული ძალები რაიმე სახის სრულმასშტაბიან შეტევას ვერ ახერხებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 „გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

👉 რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე