მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებს თუ დაელაპარაკები, ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება, რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას - ჯიმ რიში

სენატორი

„მსოფლიოსთვის ცხადია, რომ ის [რუსეთი] ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაციას. უკრაინელებს  თუ დაელაპარაკები,  ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ამერიკელი სენატორის განცხადებით, პუტინმა ომი უკვე წააგო. 

მისი თქმით, ნატო  თავისი მიწის არცერთ სანტიმეტრს არ დათმობს.

ამერიკელი სენატორი დარწმუნებულია, რომ  გამარჯვება საბოლოოდ ნამდვილად უკრაინას დარჩება.

„ნატო ისეთი ძლიერი, როგორიც ის დღეს არის არასდროს მინახავს და ვფიქრობ, ის დღითი დღე ძლიერდება. არ არსებობს რანაირი გაუარესება, ნატოს გადაწყვეტილი აქვს ის, რისთვისაც ნატო შეიქმნა. მე-5 მუხლი ნიშნავს იმას, რასაც ის ამბობს „თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე“. რუსებს მკაფიოდ ვუთხარით, არ დავთმობთ ნატოს არცერთ სანტიმეტრს. ჩვენ არ დავთმობთ ნატოს მიწის არცერთ სანტიმეტრს.

რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, უკრაინას, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ალიანსის წევრობის მოთხოვნებს, ალიანსში უნდა მივიღოთ. თუ უკრაინა დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ უკრაინა ნატოში უნდა მივიღოთ და ვერც რუსეთმა და ვერც რომელიმე სხვა ქვეყანამ, მას ვერ უნდა უთხრა არა შენი გეზით ვერ ივლიო.  ყველა ქვეყანა არის სუვერენული და უნდა ჰქონდეს იმის  უფლება, შევიდეს ნებისმიერ ალიანსში, რომელიც მას სურს საკუთარი თავის დასაცავად.

პუტინს ნამდვილად სჯერა, რომ დრო მის მხარესაა, მას ნამდვილად სჯერა, ჩვენ დავიღლებით და მსოფლიო დაიღლება. მაგრამ ეს ასე არ მოხდება. გზავნილი, რომელიც პუტინმა უნდა დაინახოს ამ ახალი დაფინანსების კანონპროექტში არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ და აქ ვაპირებთ დარჩენას. ჩვენ დავრჩებით უკრაინასთან მანამდე, სანამ ისინი არ მოიგებენ ამ ომში, რათა დაასრულონ ის გამარჯვებით, რომელიც მათ საბოლოოდ ნამდვილად ექნებათ.

პუტინმა ეს ომი უკვე წააგო. მსოფლიოსთვის ცხადია, რომ ის ვერასდროს შეძლებს ამ ქვეყნის ოკუპაციას. უკრაინელებს  თუ დაელაპარაკები,  ქუჩაში ჯოხებითაც იომებენ, თუ ამის საჭიროება იქნება. რუსები ვერასდროს მოახერხებენ ამ ქვეყნის ოკუპაციას. რა არის პუტინისთვის მიმართულების შეცვლის გზა არ ვიცი, მაგრამ სჯობს მან ის მალე იპოვოს“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინს შეუძლია მოლაპარაკებები გადაიარაღებისთვის გამოიყენოს - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

👉 „ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“ - ბლინკენი

👉 უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი

👉 რუსებს ბახმუტის ალყაში მოქცევა სურთ - ბრიტანული დაზვერვა