მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“ - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 

ბლინკენის თქმით, აშშ-ს სურს კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება.

„ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ მშვიდობა არ უნდა იყოს მხოლოდ ქაღალდზე.

რუსეთის მომავალზე საუბრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, მნიშვნელოვანია რა პოლიტიკას გაატარებს რუსეთი.

„ყველაფერი, რის თავიდან აცილებასაც პუტინი ცდილობდა, დააჩქარა. დასავლეთში ჩვენ არ ვართ გაყოფილი. პირიქით, ჩვენ ვართ ერთიანები და უკრაინა უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. რასაც რუსეთში ვხედავთ, კატასტროფაა რუსეთისთვის. მილიონზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა. ეს შეიძლება იყოს დამღუპველი რუსეთისთვის“, - დასძინა ბლინკენმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი

👉 რუსებს ბახმუტის ალყაში მოქცევა სურთ - ბრიტანული დაზვერვა

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ კრემენაიას სამხრეთით და გააძლიერეს კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე - ISW

👉 უკრაინელებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს - სერგეი გაიდაი