მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს“ - უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ქართული ჯარი

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერთ დღეში 5 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერს.

„ერთდროულად 5 (!!!) ბიჭი მოგვიკლეს ღორისშვილებმა, აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძეც წერს. 

„არავინ არაფერი არ შემეკითხოთ და არც დამირეკოთ.....“, - წერს ნადირაძე.

პუტინის ომს და აგრესიას უკრაინაში ემსხვერპლა:

1. დავით რატიანი - ირპენი
2. გია ბერიაშვილი - ირპენი
3. ბახვა ჩიქობავა - მარიუპოლი
4. დავით გობეჯიშვილი - ირპენი
5. დავით მენაბდიშვილი - ხარკოვი
6. ნიკოლოზ შანავა - ხარკოვი
7. არკადი კასრაძე - ლუგანსკი
8. ალიკა ცაავა - ლუგანსკი
9. ზაზა ბიწაძე - ლუგანსკი
10. ვიტალი ორბელაძე - იზიუმი
11. ტელმან (ტატო) ბიგვავა - მარიუპოლი
12. რატი შურღაია - იზიუმი
13. გიორგი გრიგოლია - ბახმუტი
14. დანიელ გერლიანი - ზაპოროჟიე
15. ალუდა ზვიადაური - სევეროდონეცკი
16. კახა გოგოლი - ლუგანსკი
17. ბერდია ჯოხაძე - ხერსონი,ნიკოლაევი
18. გელა გოგია - დონეცკი
19. კირილ შანავა - ლუგანსკი
20. ედიშერ კვარაცხელია - ბახმუტი
21. მიშა ყაფლანიშვილი(კაპლანი) - ლუგანსკი
22. ალექსანდრე მარტიაშვილი 
23. გუგა გაგნიძე
24. ლევან სახელაშვილი
25. ერნესტ მაჭარაშვილი
26. კონსტანტინე ქურსუა
27.ჯამბულატ ხოფერია

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ - გაიდაი

👉 რუსებს ბახმუტის ალყაში მოქცევა სურთ - ბრიტანული დაზვერვა

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ კრემენაიას სამხრეთით და გააძლიერეს კონტრშეტევა ფრონტის მთელ ხაზზე - ISW

👉 უკრაინელებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს - სერგეი გაიდაი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები