მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის გამო პუტინი „ორ სამყაროს შორისაა ჩარჩენილი“ - The Washington Post

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის გამო, „გაჭედილია ორ სამყაროს შორის“ - ვერც გაიმარჯვებს და ვერც უკან დაიხევს, - ამის შესახებ უკრაინული მედია  The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს. 

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნათლად განაცხადა, რომ ის არ მოითმენს უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ კრიტიკას, რუსებს, რომლებიც მას შეჭრას უწოდებენ, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  მაგრამ რუსეთში კრემლის ქმედებების უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იჩენს თავს.

გამოცემის თანახმად,  რუსეთის ხელისუფლება საკმარისად აგრესიულია და ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს და პოლიტიკოსს არ სურს მონაწილეობა მიიღოს სისხლის ღვრაში.

რუსეთის სამხედრო სასამართლომ დახურულ კარს მიღმა დაადგინა, რომ 115 მცველი კანონიერად გაათავისუფლეს „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax.

საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში, კომუნისტური პარტიის ადგილობრივმა დეპუტატმა, ლეონიდ ვასიუკევიჩმა მოსთხოვა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და გაიყვანოს ჯარები.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენმა ქვეყანამ არ შეაჩერა სამხედრო ოპერაცია, ქვეყანაში მეტი ობოლი გვეყოლება“, - განაცხადა მან.

იმავდროულად, რუსეთში არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს უკრაინასა და დასავლეთთან უფრო დიდი დაპირისპირებისკენ უბიძგებენ და აკრიტიკებენ კრემლს აპრილში კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან ჯარების გამოყვანისთვის. 

ისინი, ასევე, შეძრწუნებულნი არიან დონბასში რუსეთის ოპერაციის წარუმატებლობით, მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთის დროს 485 დამპყრობელი იქნა ლიკვიდირებული და მოწინააღმდეგის 80 ჯავშანმანქანა განადგურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს - მერის მრჩეველი (ფოტო)

✔️ „პუტინი მოკვდა, მაგრამ კრემლმა ის ორეულით შეცვალა“ - ბრიტანული მედია

✔️ 🎥 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️🎥 მინუს რამდენიმე ოკუპანტი - 24-ე ბრიგადის მეომრები განადგურების ვიდეოს ავრცელებენ