მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი მოკვდა, მაგრამ კრემლმა ის ორეულით შეცვალა“ - ბრიტანული მედია

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბრიტანული მედიის ცნობით, უკვე გარდაცვლილია, ან უახლოეს მომავალში მოკვდება. თუ სისხლიანი დიქტატორი მართლაც მოკვდა, მაშინ კრემლმა ის ორეულით შეცვალა და მის სიკვდილს კიდევ დიდხანს დამალავს, - ამის შესახებ Daily Star-ი ბრიტანული დაზვერვის MI6-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, უკვე გარდაცვლილი იყოს, რადგან MI6-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ ის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინათ ორეულით.

გამოცემის ცნობით, ბრიტანული დაზვერვა საუბრობს დიქტატორის მძიმე ავადმყოფობაზე, რომელმაც სისხლიანი ომი გააჩაღა უკრაინაში და დამნაშავეა მშვიდობიანი უკრაინელების სიკვდილში. თუ პუტინი უკვე მკვდარია, მისი მემამულეები უბრალოდ ცდილობენ ამის დამალვას მთელი მსოფლიოსთვის, რათა უფრო დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში.

წყარომ განუცხადა Daily Star-ს, რომ პუტინის ბოლო გამოსვლები შესაძლოა, წინასწარ იყოს ჩაწერილი.

„პუტინი ძალიან ავად არის და როცა ის მოკვდება, მისი სიკვდილი საიდუმლოდ შეინახება კვირების განმავლობაში, თუ არა თვეების განმავლობაში... ასევე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ის უკვე მკვდარია“, - განაცხადა ბრიტანული დაზვერვის წყარომ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი ხელმძღვანელობს მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მთლიანად ლოიალურები არიან მის მიმართ.

გამოცემის ცნობით, თუ დიქტატორი მოკვდება, კრემლში გადატრიალება დაიწყება და რუს გენერლებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოუწევთ.

„პუტინის სიკვდილი მათ უმწეოს და დაუცველს გახდის, ამიტომ მათ აქვთ სურვილი, რომ თქვან პუტინი ცოცხალია, სინამდვილეში კი ეს შეიძლება იყოს პირიქით“, - დასძინა წყარომ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ გამოიცანი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები - ქვიზი

✔️ მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს - მერის მრჩეველი (ფოტო)

✔️ 🎥 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️🎥 მინუს რამდენიმე ოკუპანტი - 24-ე ბრიგადის მეომრები განადგურების ვიდეოს ავრცელებენ

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)