მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუე და მანიპულაცია უწოდა

სამხედროების კვება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც უწყების მიერ ჯარისთვის საკვები პროდუქტების ძვირად შესყიდვის შესახებ არის საუბარი, სიცრუე და მანიპულაცია უწოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მედიას განზრახ შეჰყავს შეცდომაში მოქალაქეები და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.

როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი იყო და რჩება სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის და უწყვეტი კვების მიწოდება, მათ შორის საბრძოლო ზონაში.

„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პირადად მიმართა უმაღლეს რადას, რომ უახლოეს ხანში გაიმართოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომა, სადაც თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს საკვები პროდუქტების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას წარადგენს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება „გლობალურ კატასტროფას“ გამოიწვევს - ვიაჩესლავ ვოლოდინი

✔️ დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება - არესტოვიჩი

✔️ ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, რუსები დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ - გაიდაი

✔️ რუსული არმია უკრაინაში კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა? - პრიგოჟინი კირბის