მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა - სერგეი გაიდაი

ვაგნერი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაის განაცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის შტაბ-ბინაზე.

მისი თქმით, იერიშს მრავალი კადიროველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„პატარა აფეთქება მოხდა, სადაც ვაგნერის შტაბ-ბინები მდებარეობდა. იქ მყოფთა დიდი ნაწილი მოკვდა“, - აცხადებს სერგეი გაიდაი.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუზუსტებია მსხვერპლის რიცხვი, თუმცა, მისი თქმით, მათ, ვინც იერიშს გადაურჩნენ, საჭირო სამედიცინო საშუალებები არ აქვთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩენილთა 50% მოკვდება, სანამ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რადგან ლუგანსკის რეგიონშიც კი, მათ მოპარული აღჭურვილობა აქვთ“, - დასძენს სერგეი გაიდაი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ლუკაშენკოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს - ISW

👉 „პუტინს შეუძლია ამის გაკეთება დღესვე“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში ომის დასრულებაზე

👉 მსოფლიოში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და დამარცხებული - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 დიახ, ჩვენ ვბომბავთ უკრაინის ინფრასტრუქტურას, მაგრამ პირველად ვინ დაიწყო ეს? - ვლადიმერ პუტინი

👉 უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ახალ წლამდე შევიდნენ კრემინაში - სერგეი გაიდაი