მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: ბუჩას შემდეგაც კი, ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს არ აწესებს

ზელენსკი ლიეტუვას პარლამენტში

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგაც კი, ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს არ აწესებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვას პარლამენტში ვიდეოჩართვის დროს ისაუბრა.

მისივე თქმით, ასობით ევროპულმა კომპანიამ და ბანკმა, არათუ ჯერ კიდევ არ თქვეს უარი რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ რუსეთის ფედერაციის სამხედროების დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნებზე საპასუხოდ, აშკარა ზიზღიც კი გამოავლინეს.

„ევროკავშირი უკვე განიხილავს ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია იქნება თუ არა ნავთობი სანქციების ქვეშ. ბუჩასა და სხვა ქალაქებში ხოცვა-ჟლეტის შემდეგაც კი, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია მნიშვნელოვნად, მაინც ზუსტად როდის შეზღუდავენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვის პროცესს. ასობით ევროპულმა კომპანიამ და ბანკმა, არათუ ჯერ კიდევ არ თქვეს უარი რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ რუსეთის ფედერაციის სამხედროების დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნებზე საპასუხოდ, აშკარა ზიზღიც კი გამოავლინეს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 CNN: რუსული სამხედრო კოლონა დონბასისკენ მიემართება

👉 ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

👉 რუსებმა სავარაუდოდ, უკრაინაში ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - უკრაინის თავდაცვა

👉 დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიებას აწარმოებს

👉 Nokia რუსეთის ბაზარზე საქმიანობას აჩერებს

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი