მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა. 

„ჩვენს ქვეყანაში 1 300 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის რამდენიმე პატარა ქალაქი აღარ არსებობს. ეს უბრალოდ ტრაგედიაა. რუსები იტაცებენ ოკუპირებული ქალაქების მერებს და აიძულებენ, რომ მათთან ითანამშრომლონ, უარის თქმის შემთხვევაში კი კლავენ, ეს ტერორიზმია.

რუსები კიევში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ ყველას გაგვანადგურებენ. მათ დედამიწაზე ჩვენს გარეშე ცხოვრება მოუწევთ, ისინი ნამდვილად ვერ იპოვიან მეგობრებს ჩვენ შორის. მილიონი რუსიც რომ მოიყვანონ, უკრაინის ოკუპაცია შეუძლებელია. ამ ომის შემდეგ უკრაინას სრულიად ახალი ისტორია ექნება, ერი უფრო გაერთიანდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

აქამდე უკრაინულ მხარეს დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️ „აზერბაიჯანელებმა ყარაბაღში ცეცხლი გახსნეს“ - სომხური მხარე

✔️ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ურჩია, რომ პუტინს დანებდეს

✔️ რუსული ნავთობი და გაზი რუსულ ხომალდს უკან მიჰყვება - „უნიანი“

✔️ რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს

✔️ საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო - რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს

✔️ რამდენი დრო დარჩა პუტინს? - შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში

✔️ 🎥 უკრაინულმა არტილერიამ რუსების კიდევ ერთი ტანკი და ორი ჯავშანტექნიკა გაანადგურა