მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

19 დაღუპული და 20 დაშავებული - ავარია ბანგლადეშში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბანგლადეშში

ბანგლადეშში მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტობუსი გზისპირა თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. 

უცხოური მედიის ცნობით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა. 

ავტობუსი სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ხულნადან დედაქალაქ დაკასკენ მიემართებოდა. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია. 

საგზაო მოძრაობის წესების არასათანადო აღსრულების და სიჩქარის გადაჭარბების გამო ბანგლადეშში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. 

ბანგლადეშში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 8000 ადამიანი იღუპება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

🔴 ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო