მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 ადამიანის მკვლელობა და 30-ზე მეტის დაჭრა ილინოისში - საქმეზე ბრალდებულია 21 წლის ბიჭი

ინციდენტი ილინოისში

4 ივლისს ილინოისის ჰაილენდ პარკში მასობრივი სროლაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოში წარდგება. 21 წლის რობერტ კრიმოს ბრალად ედება 7 ადამიანის მკვლელობა და 30-ზე მეტის დაჭრა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ხუთი მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში, ხოლო მეშვიდე დაზარალებული 5 ივლისს. 

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა 70-ზე მეტჯერ გაისროლა შენობიდან, რომელიც ჩიკაგოს გარეუბანს გადაჰყურებს. 

ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ეჭვმიტანილი რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა ოპერაცია განეხორციელებინა. 

ილინოისელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ 21 წლის ახალგაზრდა ქალის სამოსში იყო ჩაცმული იმ მიზნით, რომ ქუჩაში ხალხს შეერთებოდა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ლეგალურად შეძენილი მეორე ცეცხლსასროლი იარაღი ავტომობილში. 

ამერიკული მედია წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი - წყალდიდობა უგანდაში

🔴 რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ჯავშნებზე - ეკონომიკური რეგრესის მიუხედავად მოგზაურობის სურვილი კვლავ მაღალია -Airbnb

🔴 „მთავარი გამარჯვება“ - კანზასის შტატმა აბორტის უფლებების დაცვას გადამწყვეტი ხმა მისცა

🔴 „შტატები ახლა კიდევ უფრო უსაფრთხოა“ - თეთრი სახლი ალ-ზავაჰირის მკვლელობას გამოეხმაურა

🔴 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?