მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარი გამარჯვება“ - კანზასის შტატმა აბორტის უფლებების დაცვას გადამწყვეტი ხმა მისცა

ყენჭისყრა კანზასის შტატში

აშშ-ის კონსერვატიულმა შტატმა კანზასმა რეფერენდუმზე გადაწყვიტა აბორტის უფლებების დაცვა. არჩევანის მომხრე ჯგუფებისთვის ეს მთავარი გამარჯვებაა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

კენჭისყრაზე განაცხადეს, რომ მათ არ სურთ კონსტიტუციის შეცვლა. 

მედიასაშუალება წერს, რომ თუ კენჭისყრა სხვა გზით წავიდოდა, კანონმდებლებს შესაძლებლობა ექნებოდათ, შტატში აბორტის შემდგომი შეზღუდვის ან აკრძალვის გზით წასულიყვნენ. 

კენჭისყრის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 60%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ქალთა კონსტიტუციურ უფლებას აბორტზე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა.

თეთრი სახლის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ სასამართლომ ამერიკა ახლა უკიდურესად საშიში გზისკენ წაიყვანა, რადგან შესაძლოა, ერთსქესიანთა ქორწინებას და კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობას საფრთხე დაემუქროს.

„ეს არის უკიდურესი და საშიში გზა, ტრაგიკული შეცდომა“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამავე თემაზე:

„ქალაქი იქნება თავშესაფარი“ - სიეტლი არ ითანამშრომლებს სხვა შტატში აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებულ დაკავებასა და გამოძიებაში

✅ გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა საქართველოში აბორტი აკრძალული?

✅ საფრანგეთში სურთ აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანონ

✅ „სიცოცხლის მომხრე ვარ“ - ლუიზიანას გუბერნატორმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

✅ გუგლი ყველა საინფორმაციო ლოკაციას წაშლის, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ რომელ კლინიკაში კეთდება აბორტი