მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალმატიში პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის

პროტესტი ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციაშიც შეიჭრნენ. რეზიდენციას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველებს სროლის და აფეთქებების ხმები ესმით. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროების და პოლიციის ნაწილმა იარაღი დაყარა და გაიქცა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი აქციის მონაწილეთა ხელში აღმოჩნდა.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დედაქალაქში, ნურ-სულთანში გამოცხადდა. საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთის ყველა დიდ ქალაქში აიკრძალა, მაგრამ იქ საპროტესტო აქციები გრძელდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.  

პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა. ახლა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 

 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ყაზახეთში აქციის მონაწილეები ქალაქ ალმატის მერიაში შევარდნენ (ვიდეო)

🔴  ყაზახეთის მთავრობა გადადგა

🔴  ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 2 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა