მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსი სამხედროები რამდენიმე დღეში, შესაძლოა, შეიჭრას უკრაინაში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ცნობით, აშშ-ის დაკვირვებები და დაზვერვა აჩვენებს, რომ რუსეთს აქვს ყველა სამხედრო ელემენტი, რომელიც საჭიროა უკრაინაში შეჭრისთვის.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ნათლად ვერ ვიტყვი, თუმცა, შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს დაიწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ოლიმპიადის შემდეგ დაიწყებენ.

რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა.

ნებისმიერმა ამერიკელმა, მომდევნო 24 ან 48 საათში, უკრაინა ყველა შესაძლო გზით უნდა დატოვოს. თუ დარჩებით, თქვენ დადგებით რისკის წინაშე და არ გექნებათ არანაირი გარანტია, რომ რაიმე სხვა გზა გექნებათ უკრაინის დასატოვებლად. ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის ესკალაციის ნიშნებს, მათ შორის ახალი ძალების ჩამოსვლის უკრაინის საზღვარზე“, - აცხადებს ჯეიკ სალივანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

ამავე თემებზე: 

📎„პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

📎 ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

📎 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი