მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება“ - ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, „ტვიტერში“ ეხმაურება. 

„პუტინი პირადი დასასრულისთვის ემზადება. რა დაჯდება უკრაინელი და რუსი ხალხის სისხლი? ვის შეუძლია შეაჩეროს ერთი შეშლილი“? - წერს ანდრიუს კუბილიუსი. 

უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს.

ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

ამავე თემებზე: 

📎 რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაარღვიეს - აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებები განახლდა

📎 ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

📎 „უკრაინა-რუსეთს შორის ომი თუ დაიწყო, რუსები ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ“ - კახა გოგოლაშვილი