მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერი მოკლეს

აისისის ლიდერების მკვლელობა

ამერიკულმა ძალებმა სირიაში ორ ცალკეულ ოპერაციაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერის ლიკვიდირება განახორციელეს, მათ შორის იერიში მიტანილი იქნა იმ ნაწილში, რომელსაც სირია აკონტროლებს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

„აისისის“ მეამბოხე ლიდერების ლიკვიდირება აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. მათ ასევე დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის არის რაკან ვაჰიდ ალ შამანი. 

მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში, რის შედეგადაც მოკლეს აბუ ალა, „ისლამური სახელმწიფოს“ მე-2 ლიდერი სირიაში და აბუ მუად ალ-ქაჰტანი, „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ლიდერი.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ შამანი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ კონტრაბანდული იარაღის მიწოდებას უწყობდა ხელს. 

საჰაერო თავდასხმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მორავეცკი: რუსეთის სრული იზოლაციის საკითხი პრაღის სამიტმა დაადასტურა

✔️ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ომის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, რუსები მათ ტერორისთვის იყენებენ - ISW

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ