მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მიერ უკრაინის ელექტრო ქსელის განადგურება საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს - ჰანს კლუგე

„დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა“

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა ან განადგურდა. მას უკვე აქვს გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარს ხალხის წინაშე გადარჩენის საკითხი დადგება“, - აცხადებს ჰანს კლუგე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ზამთარს კიდევ ორმა ან სამმა მილიონმა უკრაინელმა შესაძლოა, საკუთარი სახლი დატოვოს „სითბოსა და უსაფრთხოების“ ძიებაში. გათბობისა და ელექტროენერგიის უქონლობის პირობებში, მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს სასუნთქი გზების ინფექციები, კოვიდი და გრიპი.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ენერგეტიკის სექტორზე რუსეთის დარტყმების გამო, ასობით საავადმყოფო და სხვა ჯანდაცვის დაწესებულება უკვე ვერ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას.

„ინკუბატორები სამშობიაროებში, სისხლის შესანახი მაცივრები, ინტენსიური თერაპიის პალატების აპარატები, ყველაფერი ეს ელექტროენერგიაზე მუშაობს“, - აღნიშნა კლუგემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის ხელისუფლება ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას გამოეხმაურა

👉 რუსები უფრო დაუცველები ხდებიან სვატოვოს მახლობლად - ბრიტანული დაზვერვა

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

👉 მძიმე ბრძოლები ლუგანსკის ოლქში - უკრაინელებმა რუსული ჯარების კოლონა გაანადგურეს

👉 ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 12 დასახლება გაათავისუფლეს