მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?

მობილიზაცია რუსეთში

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შესახებ რუსეთის მოქალაქეები ოპოზიციურ გამოცემა „მედუზასთან“ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ხაზგასმით ამბობენ, რომ მათ უცხო მიწაზე სიკვდილი არ სურთ. 

მედიასაშუალება წერს, რომ 1 დღეზე ნაკლებ დროში დაახლოებით ათასი შეტყობინება მიიღეს და შეტყობინების ავტორებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია პირდაპირ ეხებათ. 

გამოცემასთან საუბარში რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ მათ უკვე მიიღეს შეტყობინება კომისარიატიდან და უკრაინაში საბრძოლველად წასვლა უწევთ. 

ივანე, 31 წლის, პრიმორსკის მხარე

მობილიზაცია პირდაპირ მეხება. პუტინის გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითად ვუყურებ, ისევე როგორც ომს. არის შანსი, რომ ჩემამდე არ მოაღწიონ. თორემ ციხე ჯობია პუტინის უაზრო ომში ბრძოლას.

ლიზა 19 წლის, სამარა

მამაჩემი 44 წლისაა და სამხედრო ფაკულტეტზე სწავლობდა. ჯერჯერობით [მობილიზაცია, სადაც მე ვცხოვრობ] სრულად არ დაწყებულა. მამას სავარაუდოდ მოუწევს წასვლა, მე ეს ყველაფერი არ მომწონს. 

ენდრიუ 22 წლის, პროკოპიევსკი

ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ კაცმა ქვეყანას ჯერ ფული წაართვა, მერე თავისუფლება, მერე მომავალი და ახლა სიცოცხლის წართმევას ცდილობს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არის მისი უკანასკნელი ნება და რომ ეს არის რეჟიმის აგონია. 

სოფია 29 წლის, ირკუტსკი

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პუტინის გადაწყვეტილების. ბიძაშვილს ეხება მობილიზაცია. 

რომანი 36, მოსკოვი

უკვე დავრეგისტრირდი ყველა ექიმთან, რომ რათა ოფიციალურად დადგინდეს ყველა ჩემი ქრონიკული დაავადება. მობილიზებას ყველანაირად მოვერიდები.

ნიკიტა 29 წლის, ოკუპირებული ყირიმი

19 სექტემბრიდან აკრძალულია ნახევარკუნძულის დატოვება სამხედრო მოსამსახურის ნებართვის გარეშე. ზოგადად ომის წინააღმდეგი ვარ, მესმის, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავე. 

არსენი 18 წლის, უფა

სტუდენტი ვარ, მაგრამ როგორც ჩანს მობილიზაცია არ მეხება. გუშინ მოვიდნენ ჩემთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან და გადმომცეს გამოძახება. ეს არის რუსეთის მამრობითი სქესის მოსახლეობის ნამდვილი გენოციდი. 

ევგენი 23 წლის, მოსკოვი

ვარ რეზერვისტი.  ჩემი ახლობლები დიდი ალბათობით ასაკის გამო მობილიზაციის თავიდან აცილებას შეძლებენ. მობილიზაცია არის კიდევ ერთი დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ომში მონაწილეობა არცერთ ჩვენგანს არ სურს. 

ლეონიდი 28 წლის, მოსკოვი

პუტინის გადაწყვეტილებამ გაანადგურა ჩემი მომავალი რუსეთში. ეს არის ყველაზე უარესი. 

ამავე თემაზე: 

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

✔️ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

✔️ ბელარუსში ამბობენ, რომ მობილიზაცია არ სჭირდებათ, რადგან უკვე მობილიზებულები არიან

✔️ „ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის“ - დანილოვი პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე