ამერიკელი ყოფილი სენატორი დაგ ჯონსი თეთრი სახლის ექსლიდერის დონალდ ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკას გამოეხმაურა და ხაზგასმით თქვა, რომ აშშ არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც ჩხრეკას უმიზეზოდ აწარმოებს.
BBC-სთან ინტერვიუში, ალაბამას ყოფილმა სენატორმა დაგ ჯონსმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ქონების ჩხრეკა ბალანსის ნიშანი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს.
„ეს არ არის ბანანის რესპუბლიკა, სადაც მთავრობა მხოლოდ კარებს ამტვრევს და შემოდის. ეს არის პროცესი, რომელიც ჩამოყალიბებულია შეერთებული შტატების კონსტიტუციაში“, - აცხადებს დაგი.
ამავე თემაზე:
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო თანამშრომლებმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩზე მდებარე მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს.