მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აშშ-ისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ტელეგრამზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვაშინგტონის გეგმები ჩაიშალა“. 

„შეერთებულმა შტატებმა ვერ მოახერხა რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება, რუსეთის ფედერაციას შეუძლია შეასრულოს ყველა ვალდებულება, ხოლო სანქციები აზიანებს თავად შეერთებული შტატების მოქალაქეებს. 

ვაშინგტონის გეგმა ჩაიშალა. ჯოჯოხეთურმა სანქციებმა არ გაამართლა. ისინი ელოდნენ ეკონომიკის კოლაფსს, რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზებას. ეს არ გამოვიდა“, - აცხადებს ვოლოდინი. 

ვოლოდინის თქმით,  რუსეთის ფედერაციას საკუთარ ანგარიშზე სახსრები გააჩნია იმისთვის, რომ სანქციების პირობებშიც კი სრულად შეასრულოს ვალდებულებები. 

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმნილი ვითარება მხოლოდ მათ მოქალაქეებს „ურტყამს“, - აღნიშნა ვოლოდინმა და დასძინა, რომ „ანტირუსული სანქციები ძირს უთხრის დოლარის მიმართ ნდობას“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢  ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან - კულება უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე

📢 „თუ დადასტურდება, ეს იქნება „ოცნებისთვის“ პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ხიდაშელი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

📢 ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში - უკრაინის ვიცე-პრემიერი

📢 საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება - უკრაინის დაზვერვა

📢 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

📢 უკრაინელები ან უნდა განადგურდნენ, როგორც ნაცისტები, ან ისინი უნდა გარდავქმნათ - რუსი პროპაგანდისტი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)