მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან - კულება უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უკრაინა საქართველოსგან ელის მტკიცებულებებს, რომ სანქციების გვერდის ავლით არ ეხმარება რუსეთს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

„უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კულებამ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას აბსურდული უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „თუ დადასტურდება, ეს იქნება „ოცნებისთვის“ პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ხიდაშელი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

📢 ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში - უკრაინის ვიცე-პრემიერი

📢 საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება - უკრაინის დაზვერვა

📢 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

📢 უკრაინელები ან უნდა განადგურდნენ, როგორც ნაცისტები, ან ისინი უნდა გარდავქმნათ - რუსი პროპაგანდისტი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)